12:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 12:55:19, 1292 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ევროპული ინტეგრაცია შთამბეჭდავ შედეგებს გვაჩვენებს

„ევროპული ინტეგრაცია შთამბეჭდავ შედეგებს გვაჩვენებს, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ეს არის სულ ბოლოს მიღწეული უმაღლესი დონის დიალოგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპელი პარტნიორები საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

„ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, სულ მალე 26 მაისს დავინახავთ, თუ რა ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დასავლეთისგან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე ნატო-სთან ურთიერთობასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე ისაუბრა.

„ნატო-სთან მიმართებით ჩვენ ვიყავით მანამდეც ასპირანტი ქვეყანა და დავრჩით ასპირანტ ქვეყნად, მაგრამ დრამატულად გაიზარდა ნატო-ს წვრთნები საქართველში, გვაქვს არსებითი პაკეტი, გაზრდილია თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის რეფორმები, რომლებიც  თავდაცვის მიმართულებით ხორციელდება საქართველოში აძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. აქვე მინდა, ერთი მხრივ, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ჯარისკაცს, რომელიც საქართველოს დროშას ასე ამაყად მაღლა სწევს, ყველა იმ ოჯახს, რომელმაც განიცადა ტკივილი ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვით და ხაზი გავუსვა იმას, რომ იმ რეფორმებს, რომელიც დაწყებულია თავდაცვის სფეროში, მათი მასშტაბის გაზრდა და შესაბამისად, დაფინანსების გაზრდა, ნამდვილად სწორი იქნება და ნამდვილად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics