|
2018-05-01 14:23:16, 1833 ნახვა
სამართალი
„გამოძიება ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის ვერსიაზეც მუშაობს“ - შს მინისტრი 2 ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ გამოძიება ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის ვერსიაზეც მუშაობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყება ყველაფერს აკეთებს რათა გამოძიებამ შედეგი რაც შეიძლება მალე დადოს. "სამწუხაროდ ჩვენ უნდა დავადასტუროთ გარდაცვალების ორი ფაქტი. რა თქმა უნდა გამოძიების საქმეა, ზუსტად დადგინდეს რა ვითარებაში და რის გამო მოხდა ეს ფაქტი. შესაბამისად გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინაროებს ისეთ ფორმატში, რომ ის განიხილავს ყველა ვერსიას და შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს შედეგი ამ გამოძიების", - განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება საიტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ნარკოტიკული ნივთიერებების ონლაინ-რეჟიმში შეძენა, გახარიამ აღნიშნა, რომ მსგავსი საიტი არსებობს, თუმცა ის დაბლოკილია. "ერთმნიშვნელოვნად მინდა ავღნიშნო, რომ მსგავსი საიტი არსებობს. მეორე ამ საიტთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელთან ერთად უკვე ვიმუშავეთ და ეს საიტი დავბლოკეთ, თუმცა თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობების პირობებში არსებობს გზა, გვერდის ავლით იგივე საიტზე შევიდნენ", - აღნიშნა შს მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)