02:51 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 13:18:25, 1402 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ Spotlight 2018-ის წარმდგენია

საქართველოს ბანკი ბიზნესის სფეროსა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარების  მხარდაჭერის მიზნით Spotlight 2018-ის პარტნიორი გახდა.

ღონისძიება წელს 27 მაისს, სასტუმრო რედისონში, განახლებული  ფორმატით ჩატარდება.

ღონისძიება მარკეტინგული ინდუსტრიის წარმომადგენლებს მისცემს საშუალებას, სივრცესა და დროს კომუნიკაციისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და იდეების გაცვლისთვის.

წლევანდელი Spotlight-ის მთავარ თემას წარმოადგენს „გამარჯვება“ და ეძღვნება ადამიანებს და ისტორიებს, რომლებიც მოძრაობენ გამარჯვებისთვის. ღონისძიების ფოკუსია მარკეტინგის და რეკლამის ინდუსტრია.

წლევანდელი Spotlight-ი სამი კომპონენტისგან იქნება შემდგარი. ესაა: ლექცია- მასტერკლასები, პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები, რომელიც დღის პირველ ნახევარში, ერთმანეთის პარალელურად გაიმართება.  გამოცდილი ქართველი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ციფრული მარკეტინგის, ბრენდინგისა და გაყიდვების მიმართულებით. 

ღონისძიების  მეორე ნახევარში კი აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა სფეროს 9 წარმატებული სპიკერი საკუთარი ისტორიებითა და პრაქტიკული მაგალითებით  წარსდგება.

Spotlight პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა, რომელიც Marketer.ge-ს ინიციატივით, 2013 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია საქართველოს ბიზნესის სფეროში დასაქმებული ადამიანების განვითარება, ქართველი სპიკერების გამოცდილების ამაღლება და მათთვის გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა.

დამატებითი ინფორმაციისთვისთვის გთხოვთ ეწვიოთ: https://www.facebook.com/spotlightge/

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics