2015-05-23 15:36:29, 358 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: არაკორექტულია, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა პარლამენტის წევრის ინიციატივა შეაფასოს
„არაკორექტულია, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა პარლამენტის წევრის ინიციატივა შეაფასოს“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ეროვნული ბანკისაგან საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფას ითვალისწინებს.
„არაკორექტულია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა შეაფასოს პარლამენტის წევრის ინიციატივა, რომელიც ეხება აბსოლუტურად დამოუკიდებელ ინსტიტუტრს ეროვნულ ბანკს. მე ვარ ფინანსთა მინისტრი, ეს არის პარლამენტის კომპეტენცია და პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან