10:10 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 11:10:20, 1952 ნახვა

პოლიტიკა
Deutsche Welle - ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს

ევროკავშირმა შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს, - ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემა აღნიშნულის მიზეზად თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის ზრდას ასახელებს.

"გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის მაჩვენებელი გაიზარდა. ეს უვიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ მოხდა. მიმდინარე მონაცემებით, მხოლოდ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების 3-ჯერ მეტი მოთხოვნაა თავშესაფრის მინიჭებაზე, ვიდრე ეს უვიზო რეჟიმის გაუქმებამდე იყო", - წერს Deutsche Welle.

ცნობისთვის, 2017 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 601 განაცხადი იყო შესული, ხოლო 2018 წლის იანვარ-მარტში - 1771 განაცხადი დაფიქსირდა. უფრო რთული ვითარებაა იტალიაში, საფრანგეთსა და შვედეთში. უვიზო რეჟიმის გაუქმების მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ მოვლენების სწორედ ამგვარ განვითარებაზე შიშობდნენ.

გამოცემის ცნობით, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ევროკავშირმა შესაძლოა შეჩერების მექანიზმზე მსჯელობა დაიწყოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics