09:37 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-29 10:58:17, 2085 ნახვა

მსოფლიო
მალიში აფეთქებების სერიას 40 ადამიანი ემსხვერპლა

მალიში აფეთქებების სერიას  40 ადამიანი ემსხვერპლა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ორი თავდასხმა მენაკას რაიონში მოხდა.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით,  ჯიჰადისტები ორ სოფელს თავს დაესხნენ და სულ მცირე, 40 მოქალაქე დახოცეს. მათი უმრავლესობა ახალგაზრდა მამაკაცია. ისინი ტუარეგთა ტომის წევრები იყვნენ.

მენაკას რეგიონში, რომელიც მალისა და ნიგერიის საზღვარზე მდებარეობს, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ჯგუფის წევრები მოქმედებენ.

მალიში არეულობა 2012 წელს ტუარეგთა ტომის ამბოხით დაიწყო და სამოქალაქო ომში გადაიზარდა, ამით ტერორისტებმა ისარგებლეს და ქვეყნის ნაწილი დაიკავეს. 2013 წელს მალიში საფრანგეთის სამხედრო ინტერვენცია განხორციელდა.  მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ფრანგი ჯარისკაცები და გაერო-ს მშვიდობისმყოფელებიც რჩებიან, ვითარების დარეგულირება ამ დრომდე, ვერ ხერხდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics