|
2018-04-28 21:20:01, 1968 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში სულ 5 საჩივარი დარეგისტრირდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაზის ინფორმაციით, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში სულ 5 საჩივარი დარეგისტრირდა. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათის მცირე ხარვეზებს შეეხება. „მაგალითად, 2 საჩივარი დაიწერა ერთი და იგივე საკითხზე ხონის №3 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კერძოდ, საარჩევნო უბანზე დაბრუნებული გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი იყო დაულუქავ მდგომარეობაში. მოთხოვნილია გადასატანი ყუთის ბათილობა. ერთი საჩივარი დაწერილია ვანის №20 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კერძოდ, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ერთით ნაკლებია გაცემულ ბიულეტენებზე. აღნიშნულის თაობაზე, კომისიის რეგისტრატორი წევრი ახსნა-განმარტებით ადასტურებდა, რომ გამორჩენილ იქნა ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში“,-განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)