11:57 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 16:09:13, 1733 ნახვა

პოლიტიკა
15:00 საათის მდგომარეობით, ვანსა და ხონში ამომრჩეველთა აქტივობამ 41.1% შეადგინა

15:00 საათის მდგომარეობით, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 41.1% შეადგინა.

ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ჯამში 60-ვე საარჩევნო უბანზე 408 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

„ამ დროისთვის 60 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 41.1%. შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში 60 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და გამოხატოს თავისი კონსტიტუციური ნება", - განაცხადა მიქელაძემ. 

მანკიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალქეებს, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას ხელი შეუწყონ და მათ შეახსენა, რომ კენჭისყრის დასრულებამდე საარჩევნო უბნებზე აგიტაცია აკრძალულია.

ცნობისთვის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ: "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის"  - გიგი უგულავა; "საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი; "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - გივი ჭიჭინაძე;  "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" - ზურაბ ქართველიშვილი; "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - მამუკა ტუსკაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics