10:10 - 10 May, 2026
|
2018-04-27 09:58:45, 1846 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში ჩამოდის
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს “მიტჩელი ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ თბილისში ჩავა. ის სიტყვით გამოვა NATO-საქართველოსფორუმზე, ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მიტჩელი ასევე შეხვდება აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრებს და აშშ-ის სახელით მხარდაჭერას გამოუცხადებს საქართველოს სწრაფვას, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია მოახდინოს”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. მიტჩელის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია. ამავე ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინასა და ბრიუსელსაც ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)