09:16 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 09:39:28, 1739 ნახვა

პოლიტიკა
ბრიუსელში დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო სხდომა გაიმართება

ბრიუსელში დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო სხდომა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სხდომაზე პარტნიორები განიხილავენ ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელებას, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმსჯელებენ მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვასა და ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმებზე.

"კომიტეტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ხოლო, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, გააცნობს. სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი განცხადებას და რეკომენდაციებს მიიღებს. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) შედგება, ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტის წევრების და მეორე მხრივ, ევროპარლამენტის წევრებისაგან. ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად“, -აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics