|
2018-04-25 22:40:50, 26691 ნახვა
სპეციალური ანონსი
26 აპრილის ანონსი
10:00 საათზე, სასტუმრო “რუმსში“, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ Zrda-ს ინიციატივით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით სემინარი გაიმართება. 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სამუშაო შეხვედრას გამართავს. 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას" მე-5 პავილიონში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე ოფიციალურად გახსნის სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 23-ე საერთაშორისო გამოფენას Caucasus Build 2018. 11:00 საათზე, გაიმართება "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის შეხვედრა საპარლამენტო სპიკერატის წარმომადგენლებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებთან. 11:30 საათზე, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. 12:00-დან 15:00 საათამდე, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 14:00 საათზე, შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პედაგოგებისთვის ნატოს თემაზე სემინარს გახსნიან ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე. 16:00 საათზე, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 18:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გამოფენა „საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები - ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია“ გაიხსნება. 19:00 საათზე, „სოლიდარობის ფონდი“ ტექნოპარკში ონკოლოგიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონს გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)