08:09 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 15:28:14, 1696 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე  გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, შამშად ახტარს შეხვდა.

„ESCAP-თან მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, გავცვალოთ გამოცდილება და მივიღოთ დახმარება საქართველოს შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში. ვისაუბრეთ მაკროეკონომიკური პოლიტიკის, სიღარიბის დამარცხებისა და განვითარების დაფინანსების სხვადასხვა საკითხზე, რომელიც გაეროსა და საქართველოს შორის იგეგმება," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებთან ერთად, ბიზნესლანჩი გამართა იმ ინსტიტუციურ ინვესტორებთან, რომლებსაც განხორციელებული აქვთ ინვესტიციები ქართულ კომპანიებში. ასევე, შედგა შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგნელებთან, რომელზეც საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics