08:09 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 10:29:40, 1610 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“: კვლევის თანახმად, ვანსა და ხონში არჩევნებზე გიგი უგულავას 45% უჭერს მხარს, გივი ჭიჭინაძეს - 35.5%

„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით, 2018 წლის აპრილში ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, კვლევა კომპანია „ბი-სი-ჯიმ“ ჩაატარა.

„კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ვანი/ხონში 28 აპრილს უნდა ჩატარდეს, გიგი უგულავა ლიდერობს.  მას გამოკითხულთა 41.4% უჭერს მხარს, მის კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“, გივი ჭიჭინაძეს კი -  32.1%.  სოციოლოგიურმა კომპანიამ გადაუნაწილებელი ხმების ( არ ვიცი და უარი პასუხზე) გადანაწილებაც გააკეთა დამატებითი კითხვების დახმარებით. ამ შემთხვევაში გიგი უგულავას 45%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხელისუფლებიდან მის კონკურენტს კი 35.5%.

გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (48.4%) უარყოფითად აფასებს პოლიტიკური პარტიების იმ გადაწყვეტილებას, რომლებმაც ვანსა და ხონში დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების საქმიანობით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა. ვანსა და ხონში გამოკითხულთა უმრავლესობა (62.3%) მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 64% კი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მათი იმედები ვერ გაამართლა. მოსახლეობას უმუშევრობა, სიღარიბე და უპერსპექტივობის განცდა აწუხებს. ასევე მოუგვარებელია ყოფითი საცხოვრებელი პირობები (გზა, წყალი, კანალიზაცია). მოსახლეობას განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის ფაროსანაც. გამოკითხულთა 59%-ის აზრით, ხელისუფლებამ ამ პრობლემაზე რეაგირება არ მოახდინა ან არაადეკვატური იყო“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციაში.

პარტიის ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა ვანის და ხონის მუნიციპალიტეტებში 3-დან 10 აპრილის ჩათვლით პერიოდში, 2620 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics