08:07 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 18:55:31, 2237 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო ევრაზიის კავშირის ქვეყნებს: გინდათ თქვათ, რომ ჩვენ არ ვართ დამნაშავე იმაში, რაც სომხეთში მოხდა?

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს შეეძლოთ სომხეთის მთავრობას დახმარებოდნენ და არ დაეშვათ რესპუბლიკაში ვითარების დაძაბვა, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ქვეყნები ერთმანეთს მხარს არ დაუჭერენ, მაშინ „მათ სათითაოდ გატეხენ“.

„მალე სპეციალისტები რუსეთში, ჩვენთან, ყაზახეთსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა წევრ ქვეყნებში დაიწყებენ სომხეთში არსებული ვითარების განხილვას. გინდათ თქვათ, რომ ჩვენ არ ვართ დამნაშავე იმაში, რაც სომხეთში მოხდა?“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რომ მზადაა, სომეხ ხალხს გვერდში დაუდგეს.

„სომეხ ხალხს ვუსურვებ დიდი ხნით არ გაერთონ ამ სიტუაციით.  მთავრობის შეცვლა მარტივია. მთავარია,  ამ ცვლილებამ სედეგი მოიტანოს. ვისურვებ, რომ განათლებულმა და ნიჭიერმა ერმა ამ სიტუაციასთან გამკლავება შეძლოს“,- აღნიშნა ლუკაშენკომ.

ასევე, ლუკაშენკომ რუსეთი ბელარუსულ პროდუქტებზე დაწესებული ემბარგოსთვის გააკრიტიკა.

„ჩვენი ახლო პარტნიორი ქვეყანა გვიწესებს რძის, ხორცისა და შაქრის პროდუქტებზე ემბარგოს და არ უშვებს თავის ბაზარზე ნატურალურ, ბელარუსულ პროდუქტებს. სწორედ ასეთი სიტუაციების გამო ინგრევა მსოფლიოს სავაჭრო სისტემა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics