08:09 - 10 May, 2026
|
2018-04-24 10:41:31, 1809 ნახვა
პოლიტიკა
მაისში საქართველოს ჟან-კლოდ იუნკერი და იოჰანეს ჰანი ეწვევიან
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევიან. ამის შესახებ იოჰანეს ჰანმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა. დელეგაციის წევრები თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ევროკომისარმა „საზმაუსთან“ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ თბილისს სექტემბერშიც ეწვევა. „სექტემბერში მე დავესწრები ევროპული სკოლის გახსნას. ეს არის საქართველოს ორიენტაციის აღიარება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოში სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)