|
2018-04-22 17:45:55, 2031 ნახვა
პოლიტიკა
მარია ზახაროვა: რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება
რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. „რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოში ბევრს არ მოსწონს, განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ. არავის უკვირს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღების მოწინააღმდეგეები ტატუნაშვილის საქმეს ჩაეჭიდნენ, მაგრამ მიუხედავად საკმაოდ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციისა, რაც ამ სამწუხარო ინციდენტის გარშემო აგორდა, ორი ქვეყნის ურთიერთობებში გაუმჯობესების უკან დახევა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა მარია ზახაროვამ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების მაგალითებად ზახაროვამ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, სატრანსპორტო მიმოსვლის განახლება და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაასახელა. ზახაროვამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა, „თუმცა ამისთვის საჭიროა უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტულ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა, რაზეც საქართველოს მთავრობა ჯერ უარს აცხადებს“. მისივე განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეებად თავს არ თვლიან და არც სურთ, მიუხედავად ქართული მხარის გულუხვი დაპირებებისა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)