15:52 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 11:58:33, 1650 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა 4 საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე, ოთხი საწარმოს ხელმძღვანელი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობდნენ.  მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, აღნიშნულ პირებს შორის  წინასწარ ხდებოდა შეთანხმება, თუ რომელ კომპანიას უნდა გაემარჯვა ტენდერში.

„აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მეწარმე სუბიექტების ნაწილი, ტენდერში მონაწილეობის პროცესში სპეციალურად იღებდა დისკვალიფიკაციას, რაც საშუალებას აძლევდა ბრალდებულებთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას,  ტენდერი მაღალი ფასნამატით მოეგო. შედეგად, არსებითად დაირღვევა შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესი.

გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, ტენდერში მონაწილეობის მსურველი სხვა კომპანიის წარმომადგენელზე ახდენდა ზეწოლას, რათა ამ უკანასკნელს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ტენდერებში მონაწილეობაზე.

საქმეზე დაკავებულ პირებს წარედგინათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  1951 მუხლის პირველი ნაწილით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
მიხეილ სარჯველაძე - ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics