11:49 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 11:50:52, 578 ნახვა

რეგიონი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ პროგრამაში რეგისტრაცია გამოცხადდა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო  „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში  რეგისტრაციას აცხადებს.  რეგისტრაცია სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge  დღეიდან, 20 აპრილიდან მიმდინარე წლის 1 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც რეგისტრებულნი არიან, „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში და აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს.

დადგენილი კრიტერიუმებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში აქვთ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული 25 წლიანი იჯარით გადაეცემათ სათიბი ან საძოვარი ან ორივე ერთად, რაც  ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1.5 ჰა-ს და არაუმეტეს 4ჰა-ს შეადგენს. კოოპერატივები თანადაფინანსებით მიიღებენ საქონლის საკვების წარმოებისათვის საჭირო  აღჭურვილობას ტრაქტორს, გუთანს, როტაციულ და სეგმენტურ სათიბელას, ფოცხს, მოთიბული მასის დამწნეხსა და მისაბმელს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დაგეგმილია 10 კოოპერატივისათვის სახელმწიფო პროგრამაში არსებული სათიბ-საძოვრებისა და  ტექნიკის გადაცემა.

გასულ წელს პროგრამაში 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან   29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
ვაშაძე კალაძეს - შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა
სუს-ი ირწმუნება, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობის პროვოცირებას
პოლიციამ, მარნეულში ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics