|
2018-04-18 20:51:09, 26114 ნახვა
სპეციალური ანონსი
19 აპრილის ანონსი
19 აპრილს, 03:45 საათზე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტის წინ ვიზიტის შესახებ მედიისთვის კომენტარს გააკეთებს. 19 აპრილს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 19 აპრილს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაარსების 12 წლის იუბილის აღსანიშნავად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. თემა: „თანამედროვე სამოსამართლო სწავლების გამოწვევები“. 19 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისში საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის მიხეილ გომართელის პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრება. 19 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ეკატერინე მიშველაძის საქმის განხილვა გაგრძელდება. 19 აპრილს, 14:00 საათზე, კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრები კამპანია „მინდა ვენდო სასამართლოს“ ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან. თემა: სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა. 19 აპრილს, 15:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კომისიის წევრები: მთავრობის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)