|
2018-04-18 19:12:11, 1713 ნახვა
ეკონომიკა
ქეთევან ალექსიძე: საქართველოს ავიაბაზარი ძალიან მიმზიდველია
ზაფხულიდან საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია Flynas შემოვა. საუდის არაბეთის ეროვნული გადამზიდავი Flynas რეგულარულ რეისებს ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით სამი უმსხვილესი ქალაქიდან - ერ-რიადიდან, დამამიდან და ჯედადან თბილისის მიმართულებით კვირაში სამ-სამი სიხშირით შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ახალი ავიაკომპანია ფრენებს ერთდროულად სამი ქალაქიდან იწყებს, მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს ავიაბაზარი სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ,,საქართველოში ფრენას იწყებს საუდის არაბეთის ეროვნული გადამზიდავი. ეს არის ავიაკომპანია Flynas, რომელიც ფრენებს ერთდროულად სამი მიმართულებით შეასრულებს: ჯედა, ერ-რიადი და დამამი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი ავიაკომპანია, რომელიც ბაზარზე შემოდის სამი მიმართულებით და თითოეული მათგანი სამი სიხშირით შესრულდება, ნამდვილად მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს ავიაბაზარი ძალიან მიმზიდველია. ჩვენი ტურისტული პოტენციალი ნამდვილად კარგად არის შეფასებული. ავიაკომპანია ფიქრობს, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი და ისინი ძალიან მალე შეძლებენ სიხშირეებს გაზრდას“, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ. საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნულმა გადამზიდავმა ოპერირება 2007 წლის თებერვალში Nas Air-ის სახელწოდებით დაიწყო. 2013 წლის ნოემბერში ის ბაზარზე უკვე Flynas-ის სახელით ოპერირებს და ამ დროისთვის 31 საჰაერო ხომალდს ფლობს. ავიაკომპანია ფრენებს 35 მიმართულებით ასრულებს. თბილისში, ავიაკომპანია Flynas-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია Voyager იქნება. 2017 წელს საქართველოში საუდის არაბეთის მოქალაქე 56,252 მოქალაქე შემოვიდა და წინა წელთან შედარებით 176%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2018 წლის 3 თვის მონაცემებით საქართველოში საუდის არაბეთის 3,406 მოქალაქე შემოვიდა და შარშანდელი წლის 3 თვესთან შედარებით 82% ზრდა დაფიქსირდა.
(NS)
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)