2018-04-18 16:33:02, 1515 ნახვა
სამართალი
ოკუპანტებმა სოფელ ფლავისმანიდან გატაცებული თამაზ ილურიძე გაათავისუფლეს
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ფლავისმანთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული თამაზ ილურიძე გაათავისუფლეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ილურიძემ ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ ჯარიმის გადახდის გარეშე დატოვა. გათავისუფლებულს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანენ, სადაც ის სამართალდამცველებს დაკავებისა და გათავისუფლების დეტალებზე მოუყვება.
გორის რაიონის სოფელ ფლავისმანთან რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მაცხოვრებელი თამაზ ილურიძე გუშინ დააკავეს. ილურიძე სოფლის საძოვარზე საქონელს თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა. რუსმა სამხედროებმა ორივე მწყემსი დააკავეს, თუმცა ერთ-ერთმა, გელა გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა.
ავტორი: ,