09:20 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 22:18:22, 2143 ნახვა

პოლიტიკა
კოჟორიძე: მოწმე გავხდით ვანო ზარდიაშვილის მიერ დაანონსებული მორიგი სიურპრიზისა, რომლის დამკვეთიც "ქართული ოცნებაა"

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა მოწმე, ვანო ზარდიაშვილის მიერ დაანონსებული იმ სამწუხარო სიურპრიზისა, რომელსაც პოლიტიკურად დადგმული სპექტაკლი ჰქვია და რომლის დამკვეთიც პარტია "ქართული ოცნებაა" და რომელში მონაწილეობასაც, უკვე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები იღებენ.

აღნიშნული განცხადება კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან იმ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა, რომელის მიხედვითაც, პრეზიდენტმა შეიწყალა მსჯავრდებული, რომლის საქმეც სააპელაციო სასამართლოში ისევ განიხილვის პროცესშია.

"დღეს გავრცელებული ინფორმაციაც ამის ერთერთი ნათელი მაგალითია. როდესაც შეწყალებასთან დაკავშირებით, იმ დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებით, რომელიც არსებობს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სხვადასხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაშიც არ მოხდა ინფორმაციის მოწოდება, იმის შესახებ იყო თუ არა ეს საქმე გასაჩივრებული. შეწყალების კომისიამ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დამატებით მიმართა, ამაზეც პასუხი იყო ის, რომ არ იყო გასაჩივრებული.

ამ ყველაფრის შემდეგ ზარდიაშვილის დაანონსებული სიურპრიზები გამოდის დღისწესრიგში. ძალიან სამწუხარო და დამაზიანებელია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რომ ამაში მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებები", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics