14:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 13:33:04, 1456 ნახვა

სამართალი
აჭარასა და გურიაში წიაღის უკანონო მოპოვების 195 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, სათანადო ლიცენზიის გარეშე, წიაღის მოპოვების 195 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ცნობით, მათ შორის, 186 ფიზიკური პირია, ხოლო იურიდიული პირი - 9.

„2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 2574 ლარი შეადგინა. ხოლო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს) ჯარიმის სახით, ჯამში 243 450 ლარი დაეკისრათ.

იურიდიული პირების მიერ უკანონოდ მოპოვებული წიაღის ოდენობამ 1174 მ3 შეადგინა, ხოლო ფიზიკურ პირების მიერ უკანონოდ მოპოვებული წიაღის  გარემოში დაბრუნება მოხდა, მოპოვების ადგილის მიხედვით“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics