02:24 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 12:33:35, 1614 ნახვა

საზოგადოება
თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ გაყვანა მოხდება

დედაქალაქის მერიამ კომპანია „თელასთან“ კონსულტაციები დაიწყო, რათა პრობლემური ელექტროხაზების მიწისქვეშ გაყვანა ეტაპობრივად მოხდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, თბილისში, ზოგიერთი ქუჩის შუა ნაწილში, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გადის, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ავტომობილების გადაადგილების შეფერხებებს იწვევს.

„როგორც ვიცი, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები „თელასთან“, რათა აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ გაყვანა მოხდეს. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნულ ქუჩებზე ძალიან დიდ მოცულობას გამოვათავისუფლებთ და თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კომპანია „თელასს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოები ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩებზე ჩატარდება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო „თელასს“ თანამშრომლობისთვის. სამუშაოები ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩებზე ჩატარდება. იმედი მაქვს, პროექტს ძალიან მალე განვახორციელებთ და ამ კონკრეტული გზების გაფართოება მოხდება, რადგან იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის წლების განმავლობაში, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა. ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics