|
2018-04-16 18:07:32, 1455 ნახვა
კომენტარი
ქორიძე: რატომ მოგვივიდა დადებითი დასკვნა ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით? ეს განგებ გააკეთეს?!
შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ეჭვმიტანილის და ყოფილი მსჯავრდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების საფუძვლები განმარტა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე დაინტერესდა თუ რატომ მიიღო შეწყალების კომისიამ ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით მის გათავისუფლებამდე 8 თვით ადრე დაადებითი, ხოლო 6 თვით ადრე ე.წ. უდოს კომისიამ - უარყოფითი დახასიათება. „შეწყალების პროცედურა პირველად 2015 წლის ივლისის კომისიაზე იხილებოდა. მაშინ შეწყალების კომისიამ უარყოფითი დასკვნა გასცა პრეზიდენტთან. რაც შეეხება 2016 წლის ოქტომბერს, ამ დროს კომისიამ მიაწოდა დადებითი რეკომენდაცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ მონაცემების გათვალისწინებით, რაც გვქონდა ჩვენ. პრეზიდენტმა სასჯელი ვეფხია ბაქრაძეს მაშინ გაუნახევრა. წელიწადი და ორი თვე იყო დარჩენილი სასჯელის ამოწურვამდე, 2017 წლის 28 დეკემბერს უნდა დაეტოვებინა მას დაწესებულება, მაგრამ შეწყალების მექანიზმის გამოყენებით მან საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2017 წლის 25 მაისს. ჩვენც გვაქვს ეს ეჭვი, რომ თუ ამ გადაწყვეტილების შემდგომ, ანუ როდესაც პრეზიდენტმა გაუნახევრა სასჯელი ვეფხია ბაქრაძეს, მას საპატიმროდ მოსახდელად დარჩა შვიდი თვე და მას გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ უკვე ვადის გასვლამდე მიემართა დადგენილი წესისა და დებულების შესაბამისად პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის. ეს ექვსი უარი ნიშნავს იმას, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ვეფხია ბაქრაძე მიმართავდა უდო-ს კომისიას და ექვსჯერვე მიიღო უარი და როგორც გუშინ მოვისმინეთ, საჯაროდ სამინისტროს წარმომადგენელის მხრიდან, ისინი ეყრდნობოდნენ უარყოფით დახასიათებას. მაშინ გვიჩნდება კითხვა, რომ თუ უარყოფითად ხასიათდება ეს მსჯავრდებული ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რვა თვით ადრე რატომ ხასიათდებოდა ასე დადებითად და რატომ მოგვივიდა ჩვენ ასეთი დასკვნა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან? რა, ეს განგებ გააკეთეს?", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)