|
2018-04-16 17:04:43, 1987 ნახვა
ეკონომიკა
ფოთში მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს
მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით მომზადდა, 16 აპრილს ფოთში საჯარო შეხვედრაზე განიხილეს. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტ-კონსულტანტი კახა ნიაური ესწრებოდნენ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №632 განკარგულების შესაბამისად, ფოთში მალთაყვის უბნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შესარჩევი კონკურსი გასულ წელს გამოაცხადა, სადაც გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ურბანიკა." ამ ეტაპზე დასრულდა აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადების მეორე ეტაპის სამუშაოები და მიმდინარე წლის 16 აპრილს ქალაქ ფოთში ჩატარდა აღნიშნული დოკუმენტაციის საჯარო განხილვა. ავტორთა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო განხილვის პროცესში და საერთო ჯამში, მოსახლეობის მხრიდან დადებითად იქნა აღქმული წარმოდგენილი პრეზენტაცია.
(NS)
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)