22:53 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 15:19:56, 1813 ნახვა

ეკონომიკა
ბანკები სამართლიანი თამაშის წესებს თანხმდებიან

„დღევანდელი შეხვედრა თავისი შინაარსიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ფინანსთა მინისტრისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას.

ზურაბ გვასალიას განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროსა და საბანკო სექტორს შორის საკმაოდ საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ დაანონსებულ პროექტებს, რომლებმაც  მცირე ბიზნესის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს.

„საუბარი შეეხო ჭარბვალიანობასაც, რომელიც ქვეყანაში სერიოზულ პრობლემად შეიძლება ჩამოყალიბდეს და რომელმაც უკვე  მიიღო ის მასშტაბები, როდესაც სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს. ბუნებრივია საბანკო სექტორი ამაში  აქტიურად იქნება ჩართული“, - განაცხადა ზურაბ გვასალიამ.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ყველას ინტერესშია, იმ პარამეტრების დროულად გამოვლენა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ და საბანკო სექტორმა ერთობლივი მუშაობით უნდა აღმოფხვრას არსებული პრობლემები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics