|
2018-04-16 14:40:00, 1363 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობის პროცესს და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გოფრირებული ლითონის კონსტრუქციით მოეწყობა. გზაგამტარის სიგრძე სულ 42 მეტრი, სიგანე 11 მეტრი, ხოლო სიმაღლე 4.5 მეტრი იქნება. გვირაბის საავტომობილო სავალი ნაწილის სიგანე შვიდ მეტრს შეადგენს, ტროტუარების კი - ორ-ორ მეტრს. პროექტის მიხედვით, მოეწყობა გზაგამტართან მისასვლელი საავტომობილო გზა, რომელიც 300 მეტრი იქნება. „აღნიშნული პროექტის დასრულებას დაახლოებით, სამი-ოთხი თვე დასჭირდება. ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 50 მეტრიანი გვირაბი გაკეთდება, რომელიც რკინიგზის მაგისტრალის ქვეშ გაივლის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ამ პროექტზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ჩემი დაპირება იყო, რომ მას აუცილებლად გავაკეთებდით. სამუშაოები უკვე დაწყებულია და მისი ღირებულება დაახლოებით, 2 300 000 ლარია. ადრე შემოვლითი გზით ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ადგილობრივ მოსახლეობას შვიდი კილომეტრით მეტი გზა უნდა გაევლო, ახლა კი, გზები ერთმანეთს დაახლოებით, 50 მეტრიანი გვირაბით დაუკავშირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ქვემო და ზემო ფონიჭალის დასახლებებს რკინიგზის ხაზი კვეთს, რომლის დამაკავშირებელი უახლოესი წერტილი მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთის ადგილია. აღნიშნულ ორ დასახლებას შორის უმოკლესი სამანქანო გზის მანძილი შვიდი კილომეტრია. ზემოხსენებული პროექტი კი, რკინიგზას გვირაბის საშუალებით, ლ. ღოღობერიძის ქუჩის მიმდებარედ კვეთს და მანძილს 500 მეტრამდე ამცირებს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს დროსა და ხარჯებს უზოგავს. ასევე, შეამცირებს სატრანსპორტო ნაკადს მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთაზე. სამშენებლო სამუშაოებს შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“ აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 2 350 000 ლარი დაიხარჯება. მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ოთხი თვე გაგრძელდება.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)