02:24 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-15 13:39:19, 1568 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და ბორდიურების, ასევე, ახალი საკომუნიკაციო ჭების მოწყობას და მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგებას.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, რამიშვილის ქუჩა ცალმხრივი გახდება და ამ მიმართულებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახური უკვე მუშაობს.

“ადგილზე პარალელურად იმუშავებს “ჯი-ვი-პი” და “თელასი”, რადგან კომუნიკაციები არასწორად იყო გაკეთებული. შეიცვლება განათებები, ბოძები და  ბორდიურები. ტროტუარები გაფართოვდება, რადგან ქვეითად მოსიარულეებისთვის შეუძლებელი იყო თავისუფლად გადაადგილება. ვფიქრობთ, რომ ეს ქუჩა ცალმხრივი გავხადოთ და ამაზე მუშაობს ტრანსპორტის სამსახური”, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ენ სი“ აწარმოებს, რამიშვილის ქუჩაზე მიმდინარე წლის 11 აპრილს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 200 000 ლარია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics