06:57 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-15 12:03:25, 1841 ნახვა

პოლიტიკა
სირიის მოვლენებთან დაკავშირებით, დავით რაქვიაშვილს პრეზიდენტისგან კონსულტაციების გამართვა დაევალა

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი  სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის დავალებით კონსულტაციებს გამართავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „სირიაში მიმდინარე კრიზისი იმ გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიზოდია, რომელიც  რუსეთის ფედერაციის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით წარმოებულ ომსა და  ცივილიზებულ სამყაროს შორის მიმდინარეობს“.

„პრეზიდენტის მიერ დავალებული მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გავმართო კონსულტაციები. პრეზიდენტი  შესაბამის გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებს,“ - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის კენეტ მაკკენზის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში ქიმიური იარაღის მწარმოებელ ობიექტებზე 105 სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ UsaToday იუწყება.

პენტაგონის ცნობით, სარაკეტო იერიში სულ სამ ადგილას განხორციელდა - დამასკოს მახლობლად მდებარე კვლევით ცენტრზე და პროვინცია ჰომსის მახლობლად ქიმიური იარაღის 2 საწყობზე.

მაკკენზის განცხადებით, ამ იერიშით სირიის ხელისუფლების ქიმიური იარაღის პროგრამას "რამდენიმე წლით" ბოლო მოეღო.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი წარმომადგენლის, დანა უაითის თქმით, ამერიკას სირიაში კონფლიქტის გაჩაღება არ სურს, თუმცა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას არ შეეგუება. მანვე დასძინა, რომ რაკეტებმა წარმატებით გაანადგურეს თითოული სამიზნე.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics