03:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 17:55:27, 2143 ნახვა

მსოფლიო
ილდირიმი აშშ-ს, საფრანგეთს და ბრიტანეთს: ასადის რეჟიმმა ადამიანები მოკლა - სად იყავით აქამდე?

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი სირიაში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურა.

როგორც Anadolu იუწყება, ილდირიმმა საერთაშორისო კოალიციის აღნიშნული ქმედება დადებით შეაფასა და მას "პოზიტიური ნაბიჯი" უწოდა.

მისივე თქმით, მუდმივი მშვიდობისთვის უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

"ამ დღეებში ასადის საზიზღარმა რეჟიმმა უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ბავშვები ქიმიური იარაღის გამოყენებით მოკლა. იმ ქვეყნებმა, ვინც თავიანთ თავს მსოფლიოს ნამუსად მიიჩნევენ, გადაწყვიტეს რეაგირება მოეხდინათ. ადამიანები სირიაში ბოლო 7 წლის განმავლობაში იტანჯებიან. ჰუმანიზმი მხოლოდ ახლა გაგახსენდათ, როდესაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს? სად იყავით აქამდე?", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და სირიაზე განხორციელებული იერიში დაგმო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics