02:17 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 11:22:53, 1943 ნახვა

მსოფლიო
ჯასტინ ტრუდო: კანადა მხარს უჭერს სირიაზე სარაკეტო დარტყმას

კანადა საერთაშორისო კოალიციის მიერ სირიაზე საჰაერო დარტყმის განხორციელებას მხარს უჭერს, - შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გააკეთა.

როგორც კანადის პრემიერი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ბაშარ ასადი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს.

"ვგმობთ სირიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ქიმიური იარაღის გამოყენებას. კანდა მხარს უჭერს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის გადაწყვეტილებას იმოქმედოს ასადის რეჟიმის შესაჩერებლად, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გამოძიებას. მასზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან“, - წერს ტრუდო.

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics