00:16 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 20:31:25, 1508 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზებთან და ოსებთან შესაძლებელია ჩვენი ისტორიული მეგობრობის აღდგენა

ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან. სამწუხაროდ, რუსულმა პოლიტიკამ ამ ყველაფერს ჩრდილი მიაყენა- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

ირაკლი კობახიძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელშვილის მიერ წარმოდგენილ ახალი სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მეგობრობის აღსადგენად ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს. 

„ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან. სამწუხაროდ, რუსულმაპოლიტიკამ ამ ყველაფერს ჩრდილი მიაყენა. 90-იან წლებში ეს იყო ხელოვნური პროცესები, რომლებიც ჯერ კიდევსაბჭოთა რეჟიმის მიერ დაიგეგმა. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, თავისი ნეგატიური ასახვა ჰპოვა ჩვენსურთიერთობებზე. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია ჩვენი ისტორიული მეგობრობის აღდგენადა ჩვენი მხრიდან ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ძალიან აქტიურად მუშაობდა გასული თვეებისგანმავლობაში ქეთევან ციხელაშვილი შესაბამის დოკუმენტებზე, შესაბამის ინიციატივებზე და რა თქმა უნდა,ჩვენ გავაგრძელებთ ამ ინიციატივის განხილვას მასთან ერთად", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics