02:16 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 17:03:00, 2024 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო: საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელმა ქვეყანა 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოაცხადა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის საგარეო უწყებამ შესაბამისი გადაწყვეტილება, "საქართველოს უსაფუძვლო ქმედებების გამო მიიღო". ამასთან განცხადების მიხედვით, "დიდი ბრიტანეთის ბრალდებები სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია".

"საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელმა რუსეთი 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვოს. შესაბამისი ნოტა 13 აპრილს რუსეთში შვეიცარიის საქმეებში დროებით რწმუნებულს პატრიკ ფრანცენს გადაეცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მას საქართველო 7 დღის ვადაში დაეტოვებინა.

მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელმა საქართველო უკვე დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics