06:57 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 14:14:09, 1889 ნახვა

პოლიტიკა
ჩინეთის კომერციის მინისტრი - საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დადებითად აისახა

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორმხრივ სტატისტიკაზე დადებითად უკვე აისახა, - აღნიშნა ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჭუნ შანმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე.
 
შეთანხმება, რომლის შესახებაც მოლაპარაკება რეკორდულად მოკლე დროში 7 თვეში დასრულდა, ძალაში 2018 წლიდან ამოქმედდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერისა და ამოქმედების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია სახეზეა, თუმცა პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად ესაჭიროება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი მიმართულების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩინეთის მხარე ქართველ მწარმოებლებს დახმარებას აღმოუჩენს.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინურმა მხარემ დიდი ინტერესი გამოხატა, დაეხმაროს ქართულ კომპანიებს ჩინეთის ბაზარზე პროდუქციის პოპულარიზების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ექსპორტის ზრდას ჩინეთში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics