02:16 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 09:52:54, 2013 ნახვა

მსოფლიო
ჯეიმს მატისი: არ ვფიქრობ, რომ უნდა ველოდოთ, ჩვენს წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს როდის გამოიყენებენ

აშშ-ს სირიაში ყოფნის მიზანი „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებაა, - ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა ამერიკის კონგრესში კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ფიქრობს, რომ სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

მატისის თქმით, სირიაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების დაცვა ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებისგან საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ძალის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღოს.

„არ ვფიქრობ, რომ უნდა ველოდოთ, ჩვენს წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს როდის გამოიყენებენ“,- აღნიშნა მატისმა.

კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ მტკიცებულებების შესაგროვებლად ადგილზე ინსპექტორების მუშაობაა აუცილებელი. 

მატისის განცხადებით, დროის გასვლასთან ერთად, სამუშაო სულ უფრო გართულდება.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა სირიის მიერ ქიმიური იარაღის მარაგის შენარჩუნებაში რუსეთი დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics