02:17 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 22:33:43, 1992 ნახვა

მსოფლიო
ეგზიტპოლის თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი ხმათა 83%-ით ლიდერობს

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, არჩევნებში ხმათა 83%-ით მოქმედმა პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა.

საპრეზიდენტო არჩევნებში 8 კანდიდატი მონაწილეობდა. საარჩევნო პროცესს 59 000 ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. მოქალაქეებს ხმის მიცემის შესაძლებლობა 125 საარჩევნო ოლქში, 5,641 უბანზე ჰქონდათ. ქვეყნის ფარგლებს გარეთ 41 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ბოლო მონაცემებით, არჩევნებში საკუთარი პოზიცია მოსახლეობის 70%-მა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს აზერბაიჯანის ოპოზიციამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება მოითხოვა. აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. 3 თებერვალს ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად მეოთხედ წარადგინეს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი 7 წლის ვადით აირჩევა. აქამდე პრეზიდენტს 5 წლით ირჩევდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics