|
2018-04-11 19:16:35, 1525 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფი ეწვევა
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანის შეხვედრაში. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საემიროების ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანს მასთან საუბრის შესაძლებლობისა და დახმარებისთვის, რომლის აღმოჩენასაც ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებებით დაპირდა. კერძოდ, საუბარია დახმარებაზე ყურის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების საკითხში, ასევე ქართული პროდუქტების მოხვედრაზე საემიროების სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა ჯგუფების ჩამოსვლაზე, რომლებიც ქვეყნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლიან. შეხვედრზე საუბარი წარიმართა ქვეყნის სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის ქართული ღვინის შეთავაზების შესაძლებლობაზე. „საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად რამდენიმე მნიშვნელოვანი დელეგაცია ეწვევა, რათა შემდგომში გადაწყვეტილებების მიღება ორივე ქვეყნის სასიკეთოდ იქნას მიღებული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ყურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების დაჩქარების საკითხზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობის კეთილი ნება, ისევე როგორც გადაწყვეტილებები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტისა და საინვესტიციო ჯგუფის შექმნის შესახებ. „მნიშვნელოვანია საქართველოში ისეთი კომპანიების სტუმრობა, როგორიცაა საeმიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანია „EMAAR", რომელიც საქართველოში სასტუმრო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას შეისწავლის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი ინფორმაციით, ყურადღება იქნება გამახვილებული როგორც საქართველოს ცენტრალურ ქალაქებისა, ასევე საზღვაო კურორტების მიმართულებით. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნეს მთის კურორტების განვითარების საკითხი.
(NS)
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)