06:57 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 16:06:58, 1645 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: შეფასებას, რომ რამდენიმე დეპუტატმა პარტიული დისციპლინა დაარღვია, პრემიერ-მინისტრიც ეთანხმება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, რამდენიმე დეპუტატის მხრიდან არაკორექტული განცხადებების გაკეთება და მძიმე შეცდომების დაშვება გრძელდება.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არც მისი და არც პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი არ განიხილება.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მმართველ გუნდში კონსულტაციები გაიმართება და გადაწყდება, როგორ გასცემენ პასუხს პარტიული დისციპლინის დარღვევის შემთხვევებს.

"იმ შეფასებას, რომ პარტიული დისციპლინა დაარღვია რამდენიმე დეპუტატმა, ეთანხმება პოლიტიკური ხელმძღვანელობა - უკლებლივ ყველა, მათ შორის პრემიერმინისტრი. ეს პროცესი გრძელდება მთელი ამ დღეების განმავლობაში, არაკორექტული განცხადებების გაკეთება და მძიმე შეცდომების დაშვება რამდენიმე დეპუტატის მხრიდან. რაც შეეხება როგორ დალაგდება ეს საკითხი, გარწმუნებთ რომ პრობლემა აღმოიფხვრება. პარტიაში იქნება შეხვედრა, დეტალურად განვიხილავთ პარტიული დისციპლინის დარღვევის ფაქტებს და იქნება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics