23:25 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 13:16:34, 1611 ნახვა

საზოგადოება
სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს რეიტინგი მცირედით გაუარესდა

სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში, საქართველოს რეიტინგი მცირედით გაუარესდა, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშია აღნიშნული, "მიუხედავად ჩატარებული რეფორმებისა, სასამართლო სისტემის მიმართ კვლავ უნდობლობა არსებობს და ის პოლიტიზირებულია".

"ეს უნდობლობა განპირობებულია არალეგალური დაკავებებით და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ექსტრადირებით. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინე ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით. 2017 წლის გამოკითხვის თანახმად, სასამართლო და მთავარი პროკურორის ოფისი კვლავ უნდობლობის ობბიექტად რჩება. გამოკითხულთა მხოლოდ 13% აფასებს მათ დადებითად", - ნათქვამია ანგარიშია.

ორგანიზაცია ასევე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესს აფასებს.

"სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია ყოფილი მფლობელისთვის ქიბარ ხალვაშისთვის გადაეცა. ბევრმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც "რუსთავი 2"-ის გაჩუმების მცდელობა. კომპანიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა, რის შემდეგაც ევროპულმა სასამართლომ უზენაესის გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა", - აღნიშნულია Freedom House-ის ანგარიშში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics