|
2018-04-11 13:06:21, 1578 ნახვა
საზოგადოება
Freedom House: „ქართულ ოცნებაზე“ კონტროლს კვლავ ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს
ხელისუფლების დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს პოზიცია უცვლელია, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მორიგ ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, ქვეყანას კვლავ 5 ქულა აქვს მინიჭებული. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ არაფორმალურ მმართველად რჩება. "არაფორმალური მმართველობის კუთხით, საქართველოში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ კონტროლს, 2013 წელს პრემიერ-მინისრტობიდან გადადგომის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს, მისი კომპანიის თანამშრომლები კი უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ. ივანიშვილი აგრძელებს "კონსულტანტის" როლის შესრულებას. გარდა ამისა, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველი გუნდის კრიტიკის საგნად იქცა, მას შემდეგ რაც სხვა მიმართულებით დაიწყო სვლა. "ქართული ოცნება" აიგნორებდა ოპოზიციური პარტიების აზრს, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტს. რამდენიმე კონსულტაცია მმართველ გუნდა და ოპოზიციას შორის წარუმატებლობით დასრულდა. განსაკუთრებული მოვლენა 2017 წელს ახალი კონსტიტუციის მიღება იყო. ამ შემთხვევაშიც "ქართულმა ოცნებამ" და სხვა პოლიტიკურმა ძალებმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს. არაფორმალური მმართველობა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ისევ ხელს უშლის“, – აღნიშნულია Freedom House-ის ანგარიშში. გარდა ამისა, ანგარიშში საუბარი "ქორწინების შესახებ" კანონის მიღებასაც შეეხო. "კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქორწინება არის ქალისა და კაცის ერთობა. ეს ლგბტ თემის კიდევ უფრო გარიყვას ითვალისწინებს, თუმცა მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებამ კონსერვატიული მოსახლეობის კმაყოფილება და მოწონება დაიმსახურა", - ნათქვამია ანგარიშში.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)