00:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 13:02:48, 2043 ნახვა

მსოფლიო
ცუკერბერგი: Facebook-ი რუსეთის მიერ დაფინანსებულ ჯგუფებთან „შეიარაღებულ ბრძოლაშია“ ჩართული

სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტისა და ვაჭრობის საკითხების კომიტეტის წინაშე წარსდგა.

BBC-ის  ცნობით, კონგრესში დაგეგმილი ორი მოსმენიდან ცუკერბერგმა პირველზე ჩვენება ისე მისცა, რომ ახალი რეგულაციების მხარდაჭერის ან სოციალური ქსელის მართვის სტილში რაიმე ცვლილების შესახებ დაპირება არ გაუკეთებია.

ცუკერბერგმა ბრიტანული ანალიტიკური კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკის“ საქმესთან დაკავშირებით კონგრესმენების შეკითხვებს უპასუხა. ბრალდების მიხედვით “ფეისბუქმა” ამ კომპანიას 87 მილიონი მომხმარებლის პირად მონაცემებთან წვდომის საშუალება მისცა.

დაკითხვაში, რომელიც თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა, მონაწილეობას 44 სენატორი იღებდა. ცუკერბერგმა საბოდიშო განცხადებები არაერთხელ გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ პასუხისმგებლობას სრულად საკუთარ თავზე იღებს.

„ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით. ვფიქრობ, წარმოუდგენელია, დააარსო კომპანია სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში, შემდეგ ამ მასშტაბებამდე გაზარდო და ამ პროცესში შეცდომები არ დაუშვა. რადგანაც ჩვენი სერვისი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებასა და ინფორმაციის გაცვლას ემსახურება, შეცდომებიც მრავალფეროვანი იყო“, – მიმართა კონგრესმენებს ცუკერბერგმა.

 ცუკერბერგის თქმით, „ფეისბუქის“ თანამშრომლები რუსეთის მიერ დაფინანსებულ ჯგუფებთან „შეიარაღებულ ბრძოლაში“ არიან ჩართული.

„ამ ჯგუფებს სურთ, სოციალური ქსელი საზოგადოებრივ აზრსა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამოიყენონ“, - განაცხადა ცუკერბერგმა.

მისივე თქმით, ბოლო ზომა იყო ხელოვნური ინტელექტის დამკვიდრება, რომელსაც ყალბი პროფილების იდენტიფიცირება შეუძლია.

მოსმენაზე ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ახლა კომპანია უფრო მზადაა არჩევნებში უცხო ქვეყნების ჩარევის თავიდან ასაცილებლად.

მისივე თქმით, 2018 წელს Facebook-ში დაახლოებით 20 ათასი ახალი თანამშრომელი იმუშავებს, რომელიც უსაფრთხოებაზე იქნება პასუხიმგებელი.

11 აპრილს მარკ ცუკერბერგი წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტების წინაშეც წარდგება.

შეგახსენებთ, ბრიტანული კომპანიის „კემბრიჯ ანალიტიკას“ გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი მომსახურებით დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი სარგებლობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics