23:25 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 12:20:27, 1231 ნახვა

საზოგადოება
Freedom house - საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში, გარდა ბალტიის ქვეყნებისა, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყანად რჩება

საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში, გარდა ბალტიის ქვეყნებისა, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყანად რჩება, - ამის შესახებ  Freedom House-ის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს აქვს ძლიერი ანტიკორუფციული კანონმდებლობა, თუმცა როგორც წინა წლებში, კანონის აღსრულება 2017 წელსაც ხშირად პრობლემური იყო  უმეტესად სასამართლოს, ასევე პროკურორის ოფისის და კანონის აღსრულების სააგენტოებში. ამის მიზეზი კი, ორგანიზაციის ცნობით, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის  ნაკლებობაა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობა ოდნავ შემცირდა.  აქ წერია რომ „ქართული ოცნებას“ კორუფციის სხვადასხვა ფორმებში და ნეპოტიზმშიც ადანაშაულებენ.

„თუმცა, ნეპოტიზმის ინდივიდუალური შემთხვევები საქართველოს საერთო იმიჯს საფრთხეს არ უქმნის“, - ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით,  2017 წელს, სახელმწიფო ორგანოებზე ივანიშვილის გავლენის შესახებ, რამდენიმე სადავო შემთხვევამ ეჭვები გააჩინა.  მაგალითისთვის კი ნახსენებია,  „პანორამა თბილისის“ შეთანხმება, სადაც თბილისის მერიამ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას 19000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, სიმბოლურად 1 ლარად გადასცა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics