|
2018-04-11 10:10:49, 1323 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელება დაიწყო
თბილისის მერის კახა კალაძის დავალების შესაბამისად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელება რუსთაველის გამზირიდან დაიწყო. თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი. „სამუშაოების ფარგლებში მოხდება არსებული ხეების გასხვლა, ბუჩქებისა და მცენარეების დეკორატიული ფორმირება და მწვანე საფარის განახლება. ამავე დროს, უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები ჩატარდება თარგების, გზების მორეცხვისა და დასუფთავების თვალსაზრისით, რაც, სამწუხაროდ, წლებია ჩვენს დედაქალაქში არ მომხდარა. დავიწყეთ რუსთაველის გამზირიდან, დავფარავთ ყველა ცენტრალურ ქუჩას და რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში მუშაობა ბაღებსა და სკვერებში გაგრძელდება“,- განაცხადა მაია ბითაძემ. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით, სამუშაოების ფარგლებში ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, ხე-მცენარეებისა და ბუჩქების ჩანაცვლება, აღწერა, დეკორატიული ფორმირება, სარწყავი სისტემის მოწესრიგება, მწვანე ზედაპირის (ბალახის) აღწერა, ბალახის დარგვა, ხე-მცენარეების ჩანაცვლება და ქუჩების დასუფთავებაა დაგეგმილი. „აღნიშნული ღონისძიება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებში, გარდა რუსთაველის გამზირისა, სამუშაოები მელიქიშვილის გამზირზე, კოსტავას ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირზე, თამარაშვილის გამზირსა და მარშალ გელოვანის გამზირზე ჩატარდება. პარალელურად დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები, რომელიც ბალახის საფარის გამოცვლას, არსებული დაზიანებული ხე - მცენარეებისა და ბუჩქების ჩანაცვლებას და ზოგადად ამ ქუჩებზე არსებული მწვანე თარგების მოწესრიგებას გულისხმობს“, - გიგა გიგაშვილმა. სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან ერთად , შპს ,,ეკო სერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)