17:35 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 11:21:52, 1649 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სხვადასხვა რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, პროექტიდაახლოებით2მილიონი ლარის ღირებულებისაა და სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

„პროექტი ითვალისწინებს საკომუნიკაციო ქსელის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ასფალტის საფარის დაგებას, ტროტუარების, ბორდიურებისა და გზის სავალი ნაწილის მოწყობას. ასევე, მოეწყობა ახალი განათების სისტემა და გამწვანდება გზაგამყოფი ზოლი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესის დასრულებამდე შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, რათა სამუშაოების გამო არ შეფერხდეს მოსახლეობა.

დედაქალაქის მერმა მის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს სამუშაოების პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა.

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის მასშტაბით დაგეგმილ სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს იწყებარამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც, რომლის ღირებულება დაახლოებით 300 000 ლარია. პროექტის ფარგლებში შეიცვლება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიურები.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამუშაოების ფარგლებში საჭირო გახდება  ტრანსპორტის  მოძრაობის ეტაპობრივი შეზღუდვა, რასაც თბილისის მერია  საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით უზრუნველყოფს.

თბილისის მერის მოადგილემ საზოგადოებას, ასევე, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი ხიდის მშენებლობისა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, სამუშაოები 4 თვეს გაგრძელდება და მასში 2 300 000 ლარი დაიხარჯება.

მისივე ინფორმაციით, ასევე, დაიწყება მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაციაც.

„რამდენიმე დღეში დაიწყება გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე მდინარე გლდანულაზე მდებარე ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ლარია და სამუშაოები 2019 წელს დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics