10:06 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-09 21:27:32, 867 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა 9 აპრილსდაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

ამ დღის აღსანიშნავად ხელისუფლების წარმომადგენლები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მდებარე სკვერში შეიკრიბნენ და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. შესრულდა ქართულისაგალობლები.

ზურაბ პატარაძის შეფასებით, 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ამ დღეს საფუძველი ჩაეყარა ქვეყნისდამოუკიდებლობას.

„მინდა გავიხსენო ის ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს. მათი სახელები იქნება უკვდავი. ჩვენ ყველას გვახსოვს 9 აპრილი, ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ვინ შესწირა თავი, თუ რა რთული მომენტები და რთული დრო აქვს განვლილი ჩვენს ქვეყანას. 2018 წლის აგვისტომდე ამ ადგილას გაიხსნება ახლი მემორიალი და გვექნება საშუალება ახალ მონუმენტთან მოვიგონიოთ მათი სახელები." - განაცხადა ზურაბ პატარაძემ

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტოაქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტოვებს, მას ჯონ ტერნუსი შეცვლის
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ესტონეთი ზელენსკის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
მადიარი ზელენსკის ულტიმატუმის ენით ესაუბრება და რუსული ნავთობის მიწოდების განახლებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics