04:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-09 09:22:03, 1826 ნახვა

პოლიტიკა
ლეგენდარული ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა

თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა.

მსახიობი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხეჩინაშვილის საავადმყოფოში 14 თებერვალს მოათავსეს.

ცნობილი მსახიობი ლეილა აბაშიძე  88 წლისა იყო. ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა.  
ლეილა აბაშიძე ეკრანზე პირველად გამოჩნდა 1941 წლის ფილმში „ქაჯანა“, სადაც ის კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. იმ დროისათვის მომავალი დიდი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო. მოგვიანებით კი მან ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ მიიღო ეს როლი.

1951 წელს ლეილა აბაშიძემ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში გადაიღეს ფილმებში „ქეთო და კოტე“ და „გაზაფხული საკენში“. მან განუმეორებელი როლები შექმნა, საყოველთაო აღიარება მოუტანა კომედიური ხასიათის როლებმა ფილმებში „ჭრიჭინა“ (მარინე, 1954) და „აბეზარა“ (ლია, 1957). ფილმმა „ჭრიჭინა“  უამრავი ქვეყნის ეკრანები მოიარა და მსახიობს დიდი წარმატება ხვდა წილად. 

ნატო ვაჩნაძის შემდეგ ლეილა აბაშიძე ყველაზე პოპულარული ქართველი ვარსკვლავი გახდა. მან  კომედიურ როლებთან ერთად სრულიად განსხვავებული სახეები და ტიპაჟები განასახიერა – ლელა („ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, 1954), მანანა („ჩვენი ეზო“, 1956), მაია („მაია წყნეთელი“, 1959), მზია („სად არის შენი ბედნიერება, მზია?“, 1959), ძიძია („ხევისბერი გოჩა“, 1964), ნინო („შეხვედრა წარსულთან“, 1966), ლალი-მზევინარი („შეხვედრა მთაში“, 1966), ვარდისახარი („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ქეთევანი („მოლოდინი“, 1969).

2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

მსახიობს მიღებული აქვს არაერთი პრიზი. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958),  საქართველოს სახალხო არტისტი (1965),   ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახალხო არტისტი (1964), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics