04:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-07 16:18:27, 2094 ნახვა

პოლიტიკა
სლოვანია საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება

სლოვენია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სამშვიდობო ინიციატივას დადებითად აფასებს, - ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„სლოვენია მიესალმება საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ კონფლიქტი დიალოგითა და მშვიდობიანი გზით გადაიჭრას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე საქართველოს მთავრობის ინიციატივა დადებითად აშშ-მ, ევროკავშირმა, გერმანიამ, თურქეთმა და პოლონეთმა შეაფასეს.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics