18:41 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-07 15:18:20, 2646 ნახვა

საზოგადოება
მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლი გადმოვიდა (LIVE)

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე მე–3 ტაძარში უფლის საფლავზე (კუვუკლიაში) 15:16 საათზე შევიდა, ცეცხლი კი, 15:18  საათზე გადმოვიდა.

სანამ კუვუკლიიდან თავად პატრიარქი გამოჩნდება, სანთლის დამტარებელი იპოდიაკვნები, რომლებმაც მიიღეს მადლმოსილი ცეცხლი, ანგელოზის ეკვდერის სარკმლიდან მას მთელ ტაძარში სწრაფად მოატარებენ.

მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი თბილია, სასიამოვნო და ასევე, მისი ღვთაებრივი ნიშანია, რომ გარდამოსვლიდან 10–15 წუთის მანძილზე ცეცხლი არ წვავს, ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში მორწმუნეები მას თავსა და პირზე იტარებენ, რათა საკუთარ თავზე შეიგრძნონ ეს უდიდესი სასწაული.

მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლას უამრავი ჩვენი თანამემამულე ესწრება.უკვე 20 წელია ყოველ აღდგომის დღესასწაულზე წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში ჩვენი ქვეყნიდან სპეციალური დელეგაცია ჩადის, რომელშიც არიან საერო და სასულიერო პირები. აღდგომის ღამეს ღვთიურ ცეცხლს თბილისში მოაბრძანებენ და იგი სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში ვრცელდება. მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ წმინდა ცეცხლი სახლებში მიაბრძანონ. წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:30 საათზე ჩამოაბრძანებენ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics