|
2018-04-07 12:28:47, 1490 ნახვა
საზოგადოება
პირველი შს მინსიტრის ნოე რამიშვილის იუბილე მის მშობლიურ სოფელში პირველად აღინიშნა
შინაგან საქმეთა აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ივანე პაპიაშვილი და შინაგან საქმეთა არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიდ ვანში საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლიურ სოფელში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიდ ვანში, ნოე რამიშვილის იუბილე პირველად აღინიშნა. საჯარო შეხვედრა იმ სკოლის ეზოში ჩატარდა, რომელშიც იგი სწავლობდა. ღონისძიებას ნოე რამიშვილის შთამომავლები, ისტორიკოსები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობა, ასევე, სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა, ნოე რამიშვილის შთამომავლებმა, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელმა და ისტორიკოსებმა 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ შეტანილ წვლილსა და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღსადგენად მის ბრძოლაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ნოე რამიშვილის შესახებ დაცულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული საინფორმაციო ბანერები, ისტორიული დოკუმენტების ასლები და ფოტოები, რომლებიც სოფლის სკოლას და ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სამახსოვროდ გადაეცა. სოფელ დიდი ვანის სკოლაში უახლოეს მომავალში რამიშვილების მუზეუმიც გაიხსნება. ღონისძიების დასასრულს, სკოლის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის - „პირველი რესპუბლიკის“ ჩვენება გაიმართა. ნოე რამიშვილის შთამომავლების ინიციატივით, სოფელ დიდი ვანის სკოლაში ნოე რამიშვილის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია დაწესდება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სოფელ დიდ ვანში, ნოე რამიშვილის ნასახლართან ახლოს, მისმა საფრანგეთში მცხოვრებმა შვილიშვილმა, მიშელ რამიშვილმა ეზო შეიძინა და სახლი აიშენა.
(NS)
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)